Saturday, June 9, 2012

დღეს საქართველოში

საქართველოში დღეს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 26 622-ია. ეს ადამიანები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაანაწილეს. უსახსრობა, მიწისა და სხვა უძრავი ქონების უქონლობა, სიღარიბე ფართოდაა გავრცელებული დევნილებს შორის, თუმცა მათი სტრუქტურა და ხასიათი სხავასხვაგვარია.
დევნილთა უმრავლესობა მოწყვეტილია ჩვეულ გარემოს, ასევე წარმოების ჩვეულ საშუალებას, პირველ რიგში მიწას. საკუთარი სახლ-კარის უქონლობა, მათი ყველაზე დიდი პრობლემაა. სწორედ ეს აწუხებთ ბოლნისის რაიონში, კერძოდ სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც 2 წელია 5 000-ზე მეტი აზერბაჯანელის გარემოცვაში ცხოვრობენ. კითხვაზე პასუხი, თუ რატომ ჩამოასახლეს ისინი სწორედ აქ კოდორის ხეობიდან, მათ დღემდე არ იციან. თუმცა მათი მთავარი პრობლემა ეს არ არის. ბატონი დიმიტრი, რომელიც სოფლის სკოლის ერთადერთი მასწავლებელია, ამბობს რომ, მათ აქ დასახლებას დადებითი მხარეც შეიძლება გამოვუნახოთ: “საქართველოში არ შეიძლება იყოს ისეთი ადგილი სადაც ქართველები არ იქნებიან. ჩვენი აქ ცხოვრებით იქნებ დაუბრუნდეს კიდეც ქართული იერსახე ამ სოფელს, თუმცა ჯერ ჩვენ ამის დრო და ხალისი არ გვაქვს. ჩვენ გარშემო უამრავი პრობლემა ტრიალებს. რაც შეეხება აზერბაჯანელ მოსახლეობას, ისინიც საკმაოდ კარგად გვექცევიან. თუმცა იმის მერე, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ვფიქრობ ქართველი ხალხის გვერდით უფრო ადვილად გადავლახავდით სირთულეებს. ამ ხალხთან საპრეტენზიო არაფერი გვაქვს. კარგი ხალხია და არ გვინდა გავანაწყენოთ. მხოლოდ ის გვინდა, რომ ჩვეულ გარემოცვას დავუბრუნდეთ.”
დევნილთა განცხადებით, ორი წლის განმავლობაში მათთან არავინ ჩასულა და მათი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა. მათ არაერთხელ მიწერეს დახმარების თხოვნით ლტოლვილთა და განსახლებისსამინისტროს, მაგრამ არც პასუხი მისვლიათ და არც არავინ გამოჩენილა მათთან.
კობა სუბელიანის განცხადებით სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა დევნილს ჰქონდეს თავშესაფარი. “იმდენს მივაღწიეთ, რომ უკმაყოფილო დევნილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. უკმაყოფილებას ხშირად ის იწვევს, რომ მათ მოლოდინს არ ემთხვევა რეალური შეთავაზება.”
დარეჯან ხვისტანი: “ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით ჩვენი უფლებები. ისიც ვიცით, რომ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ის რაც გაგვაჩნდა. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ შეუძლებელს. ჩვენ ელემენტარული საარსებო გარემო გვინდა. სამუშაო ადგილები არ გვაქვს, მაგრამ მიწა მაინც ხომ უნდა გვქონდეს. რა ვჭამოთ??? ერთი ტომარა ფქვილი, რომელიც ორ თვეში ერთხელ მოაქვთ, ჩემს 8 შვილს ერთი თვეც არ ჰყოფნის”
ხოლო, მათი ბილო მცდელობა სახალხო დამცველის სახელზე გაგზავნილი წერილი იყო., რომლის ნაწილიც ასე გამოიყურება:
“1. სოფლის მეურნეობისთვის უიმედო მდგომარეობას ქმნის უწყლობა. ის რომ ან არხს გამოიყვანენ, ან წყალსაქაჩს გააკეთებენ, არადამაჯერებელია.
2. არ აქვს გასაქანი მესაქონლეობის განვითარებას.
3. ჯერჯერობით ოცი (20) ოჯახისთვის არ არის საკმარისი სივრცე. სადაც სამეურნეო ნაგებობანი განთავსდებოდა. თუ სახელმწიფო მოელის ჩვენგან გამრავლებას ( დემოგრაფიული საკითხი) ჩვენი “ქალაქური ყაიდის” სოფელში ეს შეუძლებელია.
4. ძვირი ჯდება ტრანსპორტი.
5. გასათვალისწინებელია ჩვენი ტრადიციები რაზეც გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით.  უსამართლობაა კერძო მეურნეობაზე ნაცხოვრები ადამიანენის მცირე მოცულობის ნაგებობაში ჩაკეტვა. ასეთ პირობებში სხვაფერდება პიროვნების ხასიათი და კვდება სამეურნეო ინიციატივა.
არ გვინდა ეს წერილი საჩივრად წარმოვადგინოთ. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს  უყურადღებობას ვერ დავწამებთ.
ვრჩებით თქვენი იმედით…”
გიორგი ტუღუშის განცხადებით იგი დეტალურად შეისწავლის დევნილთა მდგომარეობას და პრობლემების მოგვარების მიზნით რეკომენდაციისთვის მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
დევნილები საქართველოში
საქართველოში დღეს იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 26 622-ია. ეს ადამიანები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაანაწილეს. უსახსრობა, მიწისა და სხვა უძრავი ქონების უქონლობა, სიღარიბე ფართოდაა გავრცელებული დევნილებს შორის, თუმცა მათი სტრუქტურა და ხასიათი სხავასხვაგვარია. დევნილთა უმრავლესობა მოწყვეტილია ჩვეულ გარემოს, ასევე წარმოების ჩვეულ საშუალებას, პირველ რიგში მიწას. საკუთარი სახლ-კარის უქონლობა, მათი ყველაზე დიდი პრობლემაა. სწორედ ეს აწუხებთ ბოლნისის რაიონში, კერძოდ სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს, რომლებიც 2 წელია 5 000-ზე მეტი აზერბაჯანელის გარემოცვაში ცხოვრობენ. კითხვაზე პასუხი, თუ რატომ ჩამოასახლეს ისინი სწორედ აქ კოდორის ხეობიდან, მათ დღემდე არ იციან. თუმცა მათი მთავარი პრობლემა ეს არ არის. ბატონი დიმიტრი, რომელიც სოფლის სკოლის ერთადერთი მასწავლებელია, ამბობს რომ, მათ აქ დასახლებას დადებითი მხარეც შეიძლება გამოვუნახოთ: “საქართველოში არ შეიძლება იყოს ისეთი ადგილი სადაც ქართველები არ იქნებიან. ჩვენი აქ ცხოვრებით იქნებ დაუბრუნდეს კიდეც ქართული იერსახე ამ სოფელს, თუმცა ჯერ ჩვენ ამის დრო და ხალისი არ გვაქვს. ჩვენ გარშემო უამრავი პრობლემა ტრიალებს. რაც შეეხება აზერბაჯანელ მოსახლეობას, ისინიც საკმაოდ კარგად გვექცევიან. თუმცა იმის მერე, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ვფიქრობ ქართველი ხალხის გვერდით უფრო ადვილად გადავლახავდით სირთულეებს. ამ ხალხთან საპრეტენზიო არაფერი გვაქვს. კარგი ხალხია და არ გვინდა გავანაწყენოთ. მხოლოდ ის გვინდა, რომ ჩვეულ გარემოცვას დავუბრუნდეთ.”დევნილთა განცხადებით, ორი წლის განმავლობაში მათთან არავინ ჩასულა და მათი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა. მათ არაერთხელ მიწერეს დახმარების თხოვნით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ არც პასუხი მისვლიათ და არც არავინ გამოჩენილა მათთან. კობა სუბელიანის განცხადებით სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა დევნილს ჰქონდეს თავშესაფარი. “იმდენს მივაღწიეთ, რომ უკმაყოფილო დევნილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. უკმაყოფილებას ხშირად ის იწვევს, რომ მათ მოლოდინს არ ემთხვევა რეალური შეთავაზება.”
დარეჯან ხვისტანი: “ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით ჩვენი უფლებები. ისიც ვიცით, რომ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ის რაც გაგვაჩნდა. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ შეუძლებელს. ჩვენ ელემენტარული საარსებო გარემო გვინდა. სამუშაო ადგილები არ გვაქვს, მაგრამ მიწა მაინც ხომ უნდა გვქონდეს. რა ვჭამოთ??? ერთი ტომარა ფქვილი, რომელიც ორ თვეში ერთხელ მოაქვთ, ჩემს 8 შვილს ერთი თვეც არ ჰყოფნის” ხოლო, მათი ბილო მცდელობა სახალხო დამცველის სახელზე გაგზავნილი წერილი იყო., რომლის ნაწილიც ასე გამოიყურება:
“1. სოფლის მეურნეობისთვის უიმედო მდგომარეობას ქმნის უწყლობა. ის რომ ან არხს გამოიყვანენ, ან წყალსაქაჩს გააკეთებენ, არადამაჯერებელია.  2. არ აქვს გასაქანი მესაქონლეობის განვითარებას. 3. ჯერჯერობით ოცი (20) ოჯახისთვის არ არის საკმარისი სივრცე. სადაც სამეურნეო ნაგებობანი განთავსდებოდა. თუ სახელმწიფო მოელის ჩვენგან გამრავლებას ( დემოგრაფიული საკითხი) ჩვენი “ქალაქური ყაიდის” სოფელში ეს შეუძლებელია.  4. ძვირი ჯდება ტრანსპორტი.  5. გასათვალისწინებელია ჩვენი ტრადიციები რაზეც გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით.  უსამართლობაა კერძო მეურნეობაზე ნაცხოვრები ადამიანენის მცირე მოცულობის ნაგებობაში ჩაკეტვა. ასეთ პირობებში სხვაფერდება პიროვნების ხასიათი და კვდება სამეურნეო ინიციატივა.
არ გვინდა ეს წერილი საჩივრად წარმოვადგინოთ. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს  უყურადღებობას ვერ დავწამებთ.  ვრჩებით თქვენი იმედით…”
გიორგი ტუღუშის განცხადებით იგი დეტალურად შეისწავლის დევნილთა მდგომარეობას და პრობლემების მოგვარების მიზნით რეკომენდაციისთვის მიმართავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.

No comments:

Post a Comment