Thursday, June 7, 2012

მიზანი

ეს გვერდი შექმნილია იმისთვის, რომ ომისგან დაზარალებულ და ამ ფაქტით შეწუხებულ ხალხს ჰქონდეს საშუალება თავისუფლად დააფიქსირონ თავიანთი აზრი მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით. გამართულა მრავალი ტელედებატი, მაგრამ ამ გვერდზე შესაძლებლობა ეძლევა ყველას სტატუსის განურჩევლად გამოთქვას და დააფიქსიროს მისი აზრი ისეთ არც თუ იოლ საკითხზე, როგორიცაა ომი და მისით დაზარალებულ ადამიანებზე. ეს პრობლემა დღემდე არსებობს, რადგანაც მათი პრობლემები დღემდე არ მოგვარებულა და თითქმის 20 წლის შემდეგადაც საზგვარგარეთის დახმარების მიუხედავად ვერ მოხერხდა ამ ხალხისთვის ტკივილის ოდნავ მაინც შემსუბუქება, ბოლო ხანებია იმასაც ვიგებთ, რომ არათუ დააბინავეს ეს განადგურებული ხალხი როგორც საჭიროა, არამედ მეორედ აიძულეს დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები. ეს ყოველივე ძალიან გამაღიზიანებელია და თუ ”ყეფის” მეტი საშუალება არ გვაქვს, აქ მაინც ჩამოვაყალიბოთ ჩვენი აზრი ბოლომდე, გარკვევით რომ აქ მაინც ინებონ ყურის დაგდება ხელისაუფლებაში მყოფებმა თავიანთი მყუდრო კაბინეტებიდან და გონება ცოტათი მაინც გაუნათდეთ. ჩვენ არ ვაპირებთ კედლისთვის ცერცვის შეყრას, უბრალოდ დავაფიქსირებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც არსებობს და აწუხებს ხალხს და რომლებისთვისაც მათ არ სცალიათ გასაგები და ყველასთვის ცნობილი ფაქტების გამო. ძალა ერთობაშია და ეს იყოს ის ადგილი სადაც თავს მოიყრის საქართველოში არსებული ყველა პრობლემა, და კიდევ გვაქვს იმედი რომ მოხდება მათი ნელ-ნელა მოგვარება. ყველას მოგიწოდებთ გამოთქვათ თქვენი აზრები ჩვენთან მიმდინარე საკითხებზე. წინასწარ მადლობა.

No comments:

Post a Comment